„თქვენ უკვე მიაყენეთ შეურაცხყოფა საზოგადოებას – როგორც ეტყობა თქვენი „უკიდეგანო“ განათლება მედიცინაში გაძლევთ მორალურ უფლებას სხვას ჭკუა ასწავლოთ და უკარნახოთ“

-„ღრმად პატივცემულო ანეტა!
თქვენ უკვე მიაყენეთ შეურაცხყოფა საზოგადოებას. მადლობა!
როგორც ეტყობა თქვენი „უკიდეგანო“ განათლება მედიცინაში გაძლევთ მორალურ უფლებას სხვას ჭკუა ასწავლოთ და უკარნახოთ, როგორ მოექცეს საკუთარ სხეულსა და სულს, რა გააკეთოს, რომ თავიც დაიცვას მკვლელი ვირუსისაგან, რომელმაც შარშან გაცილებით ნაკლები ადამიანი შეიწირა, ვიდრე წინა წლებში ახერხებდა ამას გრიპის ვირუსები და ახლობელი, საყვარელი ადამიანებიც დაიცვას.
რადგან ასე ღრმად ხართ ამ საკითხებში ჩახედული იქნებ რამდენიმე უმარტივეს კითხვაზეც გაგვცეთ პასუხი-საიდან შემოფრინდა საქართველოში ახალი შტამის ვირუსი? ამ კითხვაზე იმნაძე გვეუბნება, რომ „არ გვეტყვის“?, თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ.
და მეორე-იქნებ მოგვაწოდოთ იმ ვაქცინების შედგენილობის სია, რომლითაც სთავაზობთ აცრას თქვენს მშიერ, გაყინულ, უსახლკარო თანამემამულეებს. თქვენ შედგენილობა მოგვეცით და მოქმედების მექანიზმებს თავადაც გავარკვევთ ჩვენი მცირე განათლებით. თქვენ როგორ შეგედრებით.
იქნებ ისიც აგვიხსნათ, რა ფოკუსებით ერგებათ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ეს ვაქცინები მაშინ, როცა რამდენიმე დღეა რაც ვაქციანაცია დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში და უკვე ამდენი გარდაცვლილი, პარალიზებული და რეანიმაციაში სულთმობრძავი ადამიანია? მათ შორის მედპერსონალი.
შემთხვევით დაზღვევა ხომ არ გაუკეთეთ საკუთარ თავს სხვისი სიცოცხლის ხარჯზე? ვინც დემაგოგობს-თავზე ხელს უსმევენ, ასეთი ქართველები ბევრი აღმოჩნდა. ლუსტრაციას თავად ახდენენ-კანონები აღარ არის საჭირო. ვეღარავინ ინიღბება.
მე მაინც მგონია,რომ სჯობია ყველამ თავის საქმეს მიხედოს. „ავტორიტეტები“ აღარ ჭრის. კერპთაყვანისმცემლების დრო იწურება.
შეგარგოთ უფალმა ი-რნმ ვაქცინა. სხვებს თავი დაანებეთ. „გაუნათლებლობა“ გაქცევთ ზუსტად ბრბოს ჭანჭიკად, განათლებულ ადამიანს არ სჭირდება სხვის ჭკუაზე სიარული, საკუთარ გონიერებას ეყრდნობა.
წარმატებებს გისურვებთ ერისათვის სასიკეთო (!) საქმეში“, – წერს ექიმი-თერაპევტი, ნონა აღდგომელაშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, – „ვაქცინაზე უარის თქმა რაღაც მითების გამო საკმაოდ სერიოზულ გაუნათლებლობაზე მეტყველებს!“

 

კომენტარები