„თქვენ ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ ცანცარა მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნა? სააკაშვილი არის ძებნილი“ – თეა წულუკიანი

„ღამის კურიერის” წამყვანის შეკითხვას, რატომ ვერ ჩასვა ხელისუფლებამ ინტერპოლის სიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ირაკლი იმნაიშვილს უპასუხა:

-„თქვენ ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ ცანცარა მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნა?

სააკაშვილი არის ძებნილი და უკრაინის მხარემ 2-ჯერ გვითხრა უარი. ერთხელ გვითრეს არ ვიცით სად არისო, ღიმილის მომგვრელია ალბათ ეს პასუხი, – ექსტრადიციის მოთხოვნაზე უკრაინამ პროკურატურას უპასუხა არ ვიცით სად არისო.

ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, არის ასეთი სამართლებრივი წერილის ტერმინი და მეორე, ეს ჩვენი მოქალაქეა და ვერ გადმოგცემთო. რა თქმა უნდა ჩვენ ვერაფერი ვუპასუხეთ, იმიტომ რომ ჩვენც, ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებს არ ვაძლევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვერ მოხერხდა მისი დაკავება და ის პრინციპში უმეტესი დრო იმყოფებოდა უკრაინაში.

მიზეზი თქვენ ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ ამ აბსოლუტურად ცანცარა ადამიანის ვიცეპრემიერად დანიშვნა? კაცია და გუნება”.

 

კომენტარები