ილია მეორემ პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა

8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა.

საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას.

,,ქართულ-აფხაზური საგა” მიზნად ისახავს აფხაზეთში მოღვაწე ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას და სამედიცინო ინვენტარით უნზრუნველყოფას.

,,აფხაზებს უნდა ახსოვდეთ. აფხაზეთი და აფხაზები ჩვენს გულშია, გულით ატარებს ქართველი ადამიანი აფხაზეთს. მტერი ცდილობს ჩვენს გაყოფას, მაგრამ ვერ შეძლებს. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ერთად. დალოცოს ღმერთმა მთლიანი საქართველო!” – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები