ილია მეორე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით:

„საპატრიარქოს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უკანონოდ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად.

პატრიარქმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პატრიარქის ნათლულების გუნდმა „მრავალჟამიერ“ პატრიარქის რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

საპატრიარქოში 36 ელჩი იყო მოსული. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს პატრიარქისა და ეკლესიის როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ განვუცხადეთ, რომ ეკლესია მუდამ მზად არის, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ფორმატში უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს საელჩოსთან. შევეხეთ ბოლო ვიზიტებს, რომელიც არ გაშუქებულა სათანადოდ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხალხის გატაცებასთან.  და ჩვენ ვიცით, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახლაც პატიმრობაშია. ამის შესახებ ბრიუსელშიც ვთხოვეთ, რომ ყველა ღონე იხმარონ, რათა დამთავრდეს ეს გაუგონარი მტაცებლობა, ხალხის დატყვევება. , დღესაც კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს არის უმთავრესი პრობლემა საქართველოსი“.

კომენტარები