ილონ მასკები და ბილ გეითსები შეგვიქმნიან ახალ სამყაროს, დღეს ხომ ისინი არიან მრავალ ადამიანთა ბრაჰმანები, გურუ და მესიებიც კი! – დავით მარტიაშვილი:

საქართველოდან პოლიტიკური დევნილი,

ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 – Სამ თვეში 12 წელი გახდება რაც დევნილი გავხდი. Ძალიან არ მიყვარს სიტყვა პოლიტიკური დევნილის ხმარება მაგრამ იძულებული ვარ რადგან კანონმდებლობა ჩემ მდგომარეობას სხვანაირად არ იცნობს.
Ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ ახლა თან ისე რომ, არ ვიცი საიდან და იწყო საუბარი(რაც ჩემთვის უჩვეულოა) საუბარი კი არა ხვალინდელი დილა რომ გათენდება ცხოვრება რანაირად გავაგრძელო ის არ ვიცი და ყველაზე ბანალური ამ სიტუაციაში ის არის რომ, ამ 12 წლის მანძილზე აღარც მახსოვს მერამდენედ ვვარდები ასეთ სიტუაციაში.
Ჩემი ცხოვრების რადიკალურ ცვლასთან ერთად შემეცვალა ბევრ რამეზე მხედველობა, ბევრი რამე გადავაფასე, საკუთარ თავს უფრო კრიტიკულად მიუდექი და ჭეშმარიტების ძებნის არეალი და ლოკაციაც შევცვალე რადგან დევნილობაში მომხდარმა უამრავმა სასწაულმა დამარწმუნა რომ, მცდარი გზით მივდიოდი.
Ალბათ რომ არა ის უბედურება რაც დამატეხეს ნაცების დროს თავში ავარდნილმა ნაბიჭვრებმა თვით თავიანთი დორბლიანი ბელადის თამადობით ისევ ისე გავაგრძელებდი მცდარი გზით სიარულს რადგან ჩვენ და ჩვენი დროის ადამიანებს ბავშვობიდან ტყუილისა და სიყალბეში გვზრდიდნენ.
Სკოლის მერხიდანვე იწყებოდა ტყუილი და გამოგონილი ისტორიის სწავლება რომელიც იმ დროს თუ არა შემდეგში მაინც მავნებელი აღმოჩნდა, ტყუილი ფიზიკა, ტყუილი ბიოლოგია, ბოტანიკა თუ თვით ადამიანის წარმომავლობა კი.
Ბავშვობიდან თავში გვტენიდენ რომ, ოდესღაც მაიმუნი წელში გაიმართა დაიწყო ლაპარაკი და გადაკეთდა ადამიანად ევოლუციის გზით, ანდა ცხოველი ინსტიქტებით არსებობს, არა და დღეს რომ, უყურებ ერთი დიდი გამოცანას რადგან ხშირ შემთხვევაში ცხოველს უფრო მეტი გონიერება, ერთგულება და სიყვარული აქვს ვიდრე ადამიანთა უმრავლესობას.
Ხშირად გარე სამყაროში ვეძებთ იმას რაც შიდა სამყაროში გვაქვს ადამიანს მაგრამ ათასობით კილომეტრზე, სხვა განზომილებაში კი ვიხედებით ოღონდ ჩვენ ამ სამყაროში არ გვინდა ჩახედვა რადგან, მაიმუნს რა უნდა ჰქონდეს საინტერესო, ამიტომ ილონ მასკები და ბილ გეითსები შეგვიქმნიან ახალ სამყაროს, დღეს ხომ ისინი არიან მრავალ ადამიანთა ბრაჰმანები, გურუ და მესიებიც კი, მათ მოაქვთ “თავისუფლება” ადამიანთათვის, კვანტური სამყარო სადაც როგორც იქნა ამოისუნთქებს ბევრი რადგან გააღრმავებენ იმ ილუზიებს რომელშიაც უკვე დღეს ცხოვრობენ თუმცა ჯერ ჩიპი არ ჩაუდგა ილონს თავში, ჯერ მხოლოდ სოროსის მედიის მეშვეობით ხდება “ნანატრთან” დაახლოება და თან ისეთი ტემპით შესაძლოა მანამდეც გამოიწვიონ ქაოსი და უტოპია.
Საკუთარ თავს და საკუთარ განცდებს დაუბრუნდება, ჩემთვის პირადი ყოველთვის მეათეხარისხოვანი იყო და ახლა უკვე მნიშვნელობა დაეკარგა სად სწორედ ვიქცეოდი და სად ვცდებოდი როდესაც პირადი იგნორირებას ვაკეთებდი.
Ცოტა ზემოთ აღვნიშნეთ რომ ჭეშმარიტების ძებნაში მცდარი გზით მივდიოდი და ამ გრძელი და ურთულესი გზის გავლისას სად ავცდი ჭეშმარიტებას და რა დროს გავაგრძელე მცდარი სვლა ვერც კი მივხვდი, მაგრამ ეს აღარ არის მთავარი, მადლობა უფალს რომ მომცა გონიერება(რასაც შევთხოვ ყოველთვის, ამაზე მეტი თხოვნა მე მასთან არ მაქვს) მივმხდარიყავი და ამჯერად ბოროტი მაცდურისაგან მოვლენილი განსაცდელი აღარ ჩავთვალე შეცდომით უფლისაგან მოვლენილი განსაცდელად!!!
12 წლიანი დევნილობის მანძილზე არ მახსენდება წელიწადი რომელიც განსაცდელებით არ იყო სავსე და ხან ისეთ აბსურდამდეც მიდიოდა მდგომარეობა რომ, ორი და სამი ჯერ დასრულებული არ მქონდა როდესაც მეოთხე მემატებოდა, მარტოკა ადამიანს როდესაც არც მეგობრები და არც ნათესავები არ გახვევია თავზე(ეს არ ჩათვალოს წყრომად, არავის ვემდური, ფაქტი მომყავს) და ბევრჯერ მიფიქრია რომ ეს დასასრულია ამდენს ვეღარ გაუძლებს და სწორედ ამ დროს მოულოდნელად გამოჩენილა ხსნა უფლისაგან მოვლენილი.
Ყველა განსაცდელს უფლისგან მოვლენილად ვთვლიდი და მადლობას ვწირავდი მას ამისათვის, ყოველი დღისთვის განვლილ ჭირში თუ ლხინში, რაღაცა ეტაპზე მივხვდი რომ, ამით ის მე მაძლევდა ზუსტად იმას რასაც შევთხოვდი, გონიერებას და ცოდნას რომელიც მაკლდა რისი წყალობითაც მადლობა უზენაეს შემოქმედს ისე გაუძელი ყველაფერს, ისე გადავლახე ყველა დაბრკოლება თუ სიმწარე რომ, ადამიანის სახე არ დავკარგე და სული არ წავიწყმიდე რაც ჩვენ დროში ურთულესია, მაგრამ განა შეიძლება რომ უფალი, მამა ღმერთი და ყოველივეს უზენაესი შემოქმედი გამუდმებით გიგზავნიდეს განსაცდელს ადამიანს, საკუთარ ქმნილებას რომელიც შექმნა თავისუფალ არსებად და არა მონად?
Განა შეიძლება მამა საკუთარ შვილს უწყობდეს მუდმივად გამოცდას და არ აძლევდეს ამოსუნთქვის საშუალებას?
Მიწიერ ცხოვრებაში მამა მაშინ და მაკლდა, როდესაც ბავშვობიდან გადავაბიჯე და ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისგან ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება, ამიტომ ვსვამ ასეთ შეკითხვას რადგან საკუთრივ არ გამომიცდია ეს როდესაც მამა რჩევა დარიგებას აძლევს თავის ძეს.
Არა მგონია რომ, მოსიყვარულე მამა უვადოდ ცდიდეს და დაუსრულებლად ატარებდეს საკუთარ ძეს ელიან გზაზე, როდესაც მუდმივად არჩევანი გასაკეთებელი გაქვს განსაცდელის გამო?
Არა და არა!
Გამორიცხულია, მამამ გაზარდა მოგცა ცოდნა და გაგიშვა თავისუფალ ადამიანად.
Სამწუხაროდ, ვერ ვიაზრებთ რომ, წყეულს არ სძინავს და იქვეა ახლო ჩასაფრებული თითოეულ ადამიანთან და სწორედ მის მიერ მოვლენილ განსაცდელს შეცდომით ვთვლით უფლის მიერ მოვლენილად, არა და ქრისტეს სწავლებას გულისყურით რომ ვეკიდებოდეთ ადამიანები ასეთი შეცდომები აღარ დაგვემართებოდა, ის ხომ სწორედ იმას გვასწავლიდა რის შესაცნობადაც მრავალი წელი და მრავალი უბედურების გავლა გვიწევს ადამიანს?
Ნუთუ სწორედ ამისათვის არ მოგვცა მაგალითად ქრისტემ უდაბნოში თავის შეხვედრა სატანასთან?
Განა მის მერე არ განერიდა მას რაც რამოდენიმეჯერ იყო უარყოფილი თავისი მაცდური წინადადებებიანად?
Ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანებშიც ასეა ზუსტად, ის ვისაც გარე სამყაროში ვეძებთ სინამდვილეში ჩვენში და ამას მოასწავებდა ქრისტეს სიტყვები შევიცანი თავი შენი ან ვინც შეიცნობს საკუთარ თავს ის თვითონ გახდება ღმერთის მაგვარი, რამეთუ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატებად.
Თითოეული ჩვენთაგანის არჩევანზე იქნება დამოკიდებული ვის გვაუღებთ საკუთარი გულის კარებს ღმერთს თუ სატანას, არავინ არავის არაფერს დააძალებს, თვით ანტი ქრისტეც კი არ დაგვაძალებს მასზე მორჩილებას, ის ამას ცბიერებით მიაღწევს, ჩვენ კი სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გვაქვს ქრისტეს სწავლება და წმინდანების მიერ წინასწარმეტყველების გადმოცემული ამოსაცნობი ნიშნები.
Ზოგიერთები იტყვიან მარტიაშვილმა უსაქმურობისაგან ფილოსოფოსობა დაიწყოო, გაიღრიჭებიან ჩემს სიტყვებზე და გასაკვირი არაფერი იქნება რადგან უმრავლესობას გონი ისე გამოეცალა ღმერთთან ომიც კი წამოიწყეს ხორციელი გამორჩენის მისაღებად.
ჩემი სიტყვები კი, ბოროტი მაცდურის მიერ მოვლენილი ახალი უმძიმესი განსაცდელის შემდეგ, სულიერი გზით შეცნობილი ჭეშმარიტებაა!
კომენტარები