ინდოეთში დღის განმავლობაში კორონავირუსი 346 786 ადამიანს

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 346 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 624 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 16 610 481 შემთხვევა დადასტურდა, 189 544 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.  ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს ინდოეთში.

კომენტარები