ინფორმაცია მათთის, ვინც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდა – 24 ლოკაცია, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული პაცირნტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

კორონავირუსი უკვე ათეულ ლოკაციაზე დაფიქსირდა:

  • საკონდიტრო „დონა“
  • ე.წ ხოფის ბაზრობა
  • შემოსავლების სამსახური
  • გარემოსდაცვითი დეპარტამენტი
  • საზოგადოებრივი ტრასნპორტი
  • აჭარის ტელევიზია
  • შემოსავლების სამსახური
  • იუსტიციის სახლი
  • კლინიკა „მედცენტრი“
  • ხოზრევანიძის კლინიკა
  • ბაუ
  • თერა მოტორსი
  • ბათუმის პორტი
  • სასაზღვრო პოლიცია 
  • სარიტუალო დარბაზი „აჭარა“
  • ნოვა 
  • საქართველოს ბანკი
  • სადისტრიბუციო კომპანია
  • ელიტ ელექტრონიქსი
  • აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა 
  • 22-საჯარო სკოლა
  • მე-6 და მე-15 საჯარო სკოლა
  • ბათუმის სამშობიარო სახლი

ყოველდღიურად ფართოვდება ვირუსის გავრცელების არეალი და იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. გამკაცრდა რეგულაციები, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა სოციალურ ღინისძიებებზე, დაიხურა ღამის კლუბები, აიკრძალა წვეულებები, ქორწილები, ქელეხები,  როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები