„ირაკლი ღარიბაშვილი გაიზარდა, ჩამოყალიბდა, წარმოჩნდა, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა“- ედიშერ გვენეტაძე

-„ირაკლი ღარიბაშვილი გაიზარდა, ჩამოყალიბდა, წარმოჩნდა, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. უდავოა, -ის საქართველოში წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა. მივესალმები იმას, რომ დღევანდელ საქართველოში აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში, მოახერხა და ხელისუფლების პირველ პირად წარადგინა ისეთი პიროვნება, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია. მართალია, ის ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“, – განაცხადა  ექსპერტმა, ედიშერ გვენეტაძემ.

კომენტარები