ირაკლი ჯანყარაშვილი – მოქმედებენ ერთმანეთის ინტერესების შესაბამისად და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ

მაშინ როდესაც “”კობახიძის ოცნება”” და “”სააკაშვილ -ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები”” გრძნობენ საფრთხეს, გრძნობენ ახალი პოლიტიკური ძალების ასპარაზეზზე შემოსვლას ან მოქმედი მოთამაშეების გაძლიერებას, რომლებიც არ ეთანხმებიან და არ მოდიან მათ ინტერესებთან თანხვედრაში, იწყებენ მათზე ორკესტრირებულ თავდასხმას, მსუბუქად, რომ ვთქვათ ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ.
მოქმედებენ ერთმანეთის ინტერესების შესაბამისად და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.
სწორედ ამის ნათელი მაგალით გახლავთ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია 2020 – წლის არჩევნებამდე.
სწორედ მაშინ “”პატრიოტთა ალიანსში””
ხედავდნენ მათ საერთო მოწინააღმდეგეს.

ეს ნაცადი ხრიკი უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია თუმცა უკვე საკმაოდ მოძველებულიც. გაერთიანდებიან ყოველთვის როდესაც მათ დღის წესრიგს საფრთხე დაემუქრება!
საფრთხე შეექმნება მათ მიერ აწყობილ სისტემას, რომლის გარღვევაც და გადატეხვაც მხოლოდ დროის ამბავია, პროცესი დაწყებულია “”ნაცქოცურ”” დღისწესრიგის მალე შეცვლის ჯანსაღი პოლიტიკური ძალების დაბადება და არსებულის გაძლიერება!

კომენტარები