ირანის პრეზიდენტმა ტრამპის გასამართლება მოითხოვა და შურისძიებით დაემუქრა

გენერალ-მაიორი ქასემ სოლეიმანი ორი წლის წინ – 2020 წლის 3 იანვარს, თეირანის აეროპორტის მახლობლად აშშ-ს სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ორი წლის წინ მაღალი რანგის გენერლის, ისლამური რევოლუციის გვარდიის (IRGC) ელიტური ალ-კუდსის ქვედანაყოფის, გენერალ-მაიორ ქასემ სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, თორემ ირანი შურს იძიებს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, როგორც ალ ჯაზირა იტყობინება, გენერლის გარდაცვალების მეორე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

რაისიმ ტრამპს უწოდა “მთავარი დამნაშავე და მკვლელი” და ამერიკას მოუწოდა “სამართლიანი სასამართლოს” ჩატარებისკენ, სადაც ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ს სხვა ოფიციალური პირები გასამართლდებიან და დაისჯებიან.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები