ირინა ძნელაძე: არ არის რთული, იყო ადამიანი

– “სულაც არ არის რთული – დილით ყავა დალიო ყველაზე ლამაზი ჭიქიდან!
სულაც არ არის რთული – მეზობელს გაუღიმო და უთხრა რომ ის კარგად გამოიყურება!
სულაც არ არის რთული – მაღაზიაში მოლარეს მადლობა გადაუხადო და წარმატებული დღე უსურვო!
სულაც არ არის რთული – სამარშუტო ტაქსის მძღოლს ჩასვლისას მადლობა გადაუხადო!
სულაც არ არის რთული – არ დაყარო ქუჩაში ნაგავი!
სულაც არ არის რთული -მოუბოდიშო იმ ადამიანს, რომელსაც შემთხვევით შეეჯახე ან დააბიჯე!
სულაც არ არის რთული – დაუთმო ორსულს ან მოხუცს ადგილი ტრანსპორტში!
სულაც არ არის რთული – კოლეგას შესთავაზო დახმარება!
სულაც არ არის რთული – კაფეში ოფიციანტს გაუღიმო და მადლობა გადაუხადო, რომ კარგად მოგემსახურა!
სულაც არ არის რთული – დაურეკო საყვარელ ადამიანს და უთხრა რომ ის გიყვარს და სთხოვო რომ თავს გაუფრთხილდეს!
სულაც არ არის რთული – მოიკითხო მშობლები, რომელთანაც აღარ ცხოვრობ და მოუხადო მადლობა რომ შენი მშობლები არიან!
სულაც არ არის რთული – საკუთარ შვილს უთხრა, რომ ამაყობ იმით რომ მისი მშობელი ხარ და რომ იცი რომ მას ყველაფერი გამოუვა!
სულაც არ არის რთული – მტირალა მეგობარს უთხრა “ყველაფერი კარგად იქნება მე მჯერა შენი და მე შენს გვერდით ვარ”.
სულაც არ არის რთული – უზრდელობაზე უზრდელობით არ უპასუხო!
სულაც არ არის რთული – აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხო!
სულაც არ არის რთული –
ადამიანის მოკითხვა,
ჩახუტება,
გაღიმება,
სიყვარულის ახსნა,
დაფასება!
სულაც არ არის რთული იყო ა დ ა მ ი ა ნ ი!” – წერს ირინა ძნელაძე

კომენტარები