ისრაელის არმიის საპასუხო რეაქცია მოჰყვა ღაზადან ნასროლ რაკეტებს, ისრაელმა საპასუხოდ მოძრაობა ჰამასის სამხედრო ძალებს მიაყენე დარტყმა

ისრაელის არმიის საპასუხო რეაქცია მოჰყვა ღაზადან ნასროლ რაკეტებს, ისრაელმა საპასუხოდ მოძრაობა ჰამასის სამხედრო ძალებს მიაყენე დარტყმა.

ისრაელის არმიის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა სარაკეტო საბრძოლო მასალის, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურისა და სამხედრო კომპლექსის მწარმოებელ ორ ქარხანაზე.

21 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რაკეტა დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები