ისრაელში ვაქცინაციის სრული კურსის გავლის შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ 544 ადამიანს დაუდასტურდა,
ისრაელის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი, აცხადებს, – ვაქცინაციის სრული კურსის გავლის შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ 544 ადამიანს (0.1% ) დაუდასტურდა, აქედან ოთხი შემთხვევა იყო მძიმე იყო, არავინ გარდაცვლილა. ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირებულ პირებს დაავადება მსუბუქი ფორმით ჰქონდათ. (Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზით ნახევარი მილიონი ადამიანი აიცრა).
„მაკაბის სამედიცინო სერვისების ცენტრში“ აცხადებენ, -ეს ნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტურობა 93%-ს შეადგენს. ეჭვი არ გვეპარება, -მან უამრავი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში ვაქცინის პირველი დოზით 3 765 771 ადამიანი აცრეს, ორივე დოზით – 2 396 547.