„ის გოგოები, ბავშვობიდან ზუსტად 15 წუთში „პატრონს” რომ მიაბარებენ და ქმრისნივთა გოგოები ხდებიან… მერე, ქმარი სადაც დადებს – რომ დევს“ – მაია დარსმელიძე

-„ის გოგოები, ბავშვობიდან ზუსტად 15 წუთში „პატრონს” რომ მიაბარებენ და ქმრისნივთა გოგოები ხდებიან…

მერე, ქმარი სადაც დადებს – რომ დევს, ლამაზი ნივთივით… ოღონდ ლამაზიც ისეთი უნდა იყოს, თვითონ კი არა – ქმარს, ანუ პატრონს როგორიც ელამაზება… და კაი დედ-მამის შვილია, თუ არ დაუჯერებს, სუ თმებით ითრევენ და დაალურჯებენ…
ოჯახის მარჩენალი ბოზებიდან რომ მოვა, ფეხებს დაბანს, საჭმელს აჭმევს, ბოზისგან განსხვავებულ მამაპაპურ ტრადიციულ აქტსაც მიუძღვნის და ეცდება სუუუ ბიჭები გაუჩინოს. მერე ამ ერთფეროვან რუტინას დაარქმევს ბედნიერებას და თავადაც იმ დონემდე დაიჯერებს, რომ მერე, ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავად გარეთ გავა და ფეხების დასიებამდე ივლის, იმისთვის, რომ უფრო მეტად დაიღალოს და ხვალ უფრო მეტად დაღლილმა გაიღვიძოს….
თუ ეს არის ის, რასაც უმრავლესობა ბედნიერებად თვლით, გილოცავთ, რავი…
ნეტა რამდენი პროცენტია ამ ქვეყანაში ნამდვილად ბედნიერი? ძალიან ცოტაა ალბათ… ” – წერს მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

კომენტარები