იცნობდეთ: ზურაბ ხაზარაძე – კაცი, რომელიც პარკეტზე ხატავს!

 – ზურა, როდის დაიწყეთ პარკეტის მოხატვა?

– პარკეტზე მუშაობა დავიწყე 1983 წელს ქუთაისში, მაქვს 38 წლიანი გამოცდილება. ჩემი მასწავლებელი იყო აწ განსვენებული როინ ირემაძე, რომელთანაც ვიმუშავე 6 წელი. სხვადასხვა დროს მოსწავლეებიც მყავდა, რომლებსაც შევასწავლე ეს საქმიანობა. მათ შორის გამოვყოფ ბეჟან ქარჩავას და ფრიდონ მანაგაძეს. ამჟამად მე და ფრიდონი ერთად ვმუშაობთ.

 – ყველანაირ პარკეტზე ხატავთ? თუ მხოლოდ განსაკუთრებულზე?

– ყველანაირ პარკეტზე შეიძლება დახატვა და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი ხარისხის იქნება. მთავარია, სხვადასხვა ხარისხის პარკეტს სწორად მიუდგე. დახატვის დროს ვარჩევ სხვადასხვა ხის ჯიშის პარკეტს და შესაბამისად, კაკალი, წიფელა, მუხა, რცხილა, მაკაგონი (წითელი, ნაცრისფერი, ყვითელი, ვარდისფერი და ა.შ), თუთა და სხვა – სხვადასხვა მასალით იხატება, რადგან ყველა ჯიშს თავისი ბუნებრივი ფერი აქვს და შესაბამება სჭირდება. ფერებს იმის მიხედვით შევარჩევ, თუ რა მექნება დასახატი. პარკეტის მოხატვა საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩემი საქმის სიყვარული მიადვილებს ამ საქმიანობას.

 – ფიგურები სტანდარტულია? თუ თავად ქმნით?

– არის ისეთი სტანდარტული ფიგურები, რაც პარკეტის ყველა ხელოსანმა იცის. მე კი თავად ვხატავ ფურცელზე და ისეთ ფიგურებს ვქმნი, რასაც ანალოგი არა აქვს. შემიძლია შემკვეთის სურვილებიც გავითვალისწინო და მათ მიერ შერჩეული ფიგურები დავხატო. ყველა ფიგურა რა თქმა უნდა ცალ-ცალკე, სათითაოდ უნდა გამოიჭრას.

 – რამდენ ხანს უნდებით მოხატვას?

– გააჩნია სირთულეს. აი ბავშვის ოთახში რომ მაქვს გაკეთებული მიკი-მაუსი, კურდღელი და სხვა – ოთხივე ნახატი 1 კვადრატიც არ არის, მაგრამ, 4 დღე მოვუნდი, ანუ ერთი ნახატის გაკეთებას ერთი დღე დაჭირდა. სტანდარტული ფიგურებით კი, შეიძლება დღეში 7-10 კვადრატის მოხატვაც მოვასწრო.

 – რა ღირს თქვენი შრომა?

– რაც შეეხება მომსახურების ტარიფს, ეს დამოკიდებულია, თუ რა სამუშაოებებია ჩასატარებელი და რა ფიგურა სურს დამკვეთს, ანდა, რომელი აპარატით სურს პარკეტის მოხვეწა – რუსულით თუ გერმანულით. რაც უფრო რთულია ფიგურა ფასიც მეტია. სამაგიეროდ, პარკეტმოხატულ ოთახში სრულიად სხვა ესთეტიურ სიამოვნებას იგრძნობთ, რაც გუნება-განწყობილებაზეც აისახება!

P.S.

ზურაბ ხაზარაძეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: 577-75 -23-77;    574-17-37-10

ან, ფეისბუქზე – “იატაკის მოხვეწა და პარკეტის დაგება:”

https://www.facebook.com/%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-466279846887346/

ან, პირად ფეისბუქზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100004232763400

 

კომენტარები