კახა კალაძე: „ანას ბაღს”, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება“

-„ანას ბაღს”, მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მითუმეტეს, ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, ასევე, სპორტულ ობიექტებზე. ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ჩვენ ვაპირებთ „ანას ბაღის” რეაბილიტაციას. ინვესტორს დავათმობინეთ დამატებითი მიწის ფართი, რომელიც „ანას ბაღის” ტერიტორიას მიემატება და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი, რეკრეაციული სივრცე, რომელსაც რეაბილიტაციას ჩავუტარებთ.

კანონის ფარგლებში, ჯერ კიდევ წინა მერის პირობებში გაიცა სამშენებლო ნებართვა. მე დროებით გავაჩერე მშენებლობის ნებართვა. როდესაც ამირჩიეს, ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის ფარგლებში.

მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს” არ ექმნება. ჩემი მერობის პირობებში არც ერთ სკვერს, არც ერთ ბაღს არ შეექმნება პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, იქ კონკრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, ნებართვა გაცემული იყო დავით ნარმანის დროს.

როდესაც შემოვიდა საჩივარი, გავაჩერეთ ნებართვა, დავიწყეთ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გაირკვა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული, გაირკვა ის, რომ თვითონ მწვანე სივრცეს, „ანას ბაღს” არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება და პირიქით, დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს „ანას ბაღს”. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, „ანას ბაღის” რეაბილიტია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომენტარები