კახა კალაძე: „ლევან ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ბინძური განცხადებები. ეს მისი სტილია და ეს ადამიანი არის ზუსტად იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუესა და ტყუილზე, ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა“

-„მინდა, ყველას მოვუწოდო – “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ პროვოკაციებს.

ლევან ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ბინძური განცხადებები. ეს მისი სტილია და ეს ადამიანი არის ზუსტად იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუესა და ტყუილზე, ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა.

ცემის ფაქტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია და ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა, თუმცა ასევე ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ვისმენთ ამდენი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებებს. ეს ყველანაირ პოლიტიკას სცდება. შეგვიძლია შევიდეთ პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, ვართ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ცხადია, ყველას ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, მათ შორის ფიზიკური ძალადობაც. დებატები ნორმალურია- ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა არის კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა წელს საარჩევნო წელია და დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება ასეთი პროვოკაციები მათი მხრიდან დაგეგმილი“,-  განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

 საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, საკრებულოს წევრების მიმართ ხაბეიშვილი სატელევიზიო ეთერში შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

კომენტარები