კახა კალაძე: „პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს“

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ვხედავ, -ორი პრობლემა არსებობს. ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია, უსასყიდლოდ, 5 000-მდე ადამიანის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით მიმდინარეობს. ზუსტად ვიცით, ბიზნესსექტორი რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს და ამ ნიშნით ვამზადებთ მოქალაქეებს. გადამზადების კურსების გავლის შემდეგ, ადამიანები დასაქმდნენ. ადამიანებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროგრამა, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ. ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს“.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

-„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, სახელმწიფომ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს“

კომენტარები