კახიძე: სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება არ სურს, მას სურს, თვითონ გახდეს მმართველი

“მიხეილ სააკაშვილი არ მგონია ისეთი ტიპის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ვინმეს ჭკუაზე დადის და ვინმეს წაქეზებით. ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ამას შეგნებულად აკეთებს. მინდა ხაზი გავუსვა, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, კოალიციური ოპოზიციური ერთობით, რომელიც მთავრობაში მოვა, არ სურს.

მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არ სურს, მას სურს თვითონ გახდეს მმართველი. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ასეთ წარმოდგენას, რომ ბიძინა და მიშა არიან მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, რასაც ბიძინა ამბობს, ამას როდესაც იმეორებს მიშა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კვებავენ. ბიძინას ხელისუფლების შენარჩუნება უნდა, მიშა კი ისეთ მომენტს ელოდება, როცა ხალხი იმდენად დაიღლება, რომ მის გარდა ალტერნატივას ვერ დაინახავს. ეს ფუჭი მოლოდინია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

 

წყარო: “tabula.ge”.

კომენტარები