კვირაცხოვლობა – თომას კვირიაკე

მოციქულმა თომამ თითქოს ეჭვი შეიტანა მაცხოვრის აღდგომაში და თქვა, რომ თუ არ შევეხები მის ჭრილობებს ხელებზე, ფეხებზე და არ ვიხილავ მის განგმირულ გვერდს, არ ვიწამებო.
აღდგომიდან მერვე დღეს, მას გამოეცხადა მაცხოვარი, თომა მუხლებზე დავარდა და თქვა:
„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
და აი ჩვენც ვდგავართ ღვთის წინაშე და ვამბობთ:
„უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი“.
დიდება და მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ცხოვრებისა და მომავალი არსებობის იმედს.

ხალხში გავრცელებულია გამონათქვამი ,,ურწმონო თომა” მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის არასწორი შეფასება, ეს არის დიდი მკრეხელობა.
მოციქულ თომას იმდენად უნდოდა უფლის ნახვა, რომ თქვა თუ არ ვიხილავ პირადად, არ დავიჯერებო.
შეიძლება ითქვას, რომ თომა გაჟიუტდა პატარა ბავშვივით, რომ ნატვრა ასრულებოდა.
ეს იყო არა ურწმუნოენის, არამედ გულნატკენობის სიტყვები, დაღონებული ადამიანის სიტყვები, რადგან ყველა მოციქულმა ნახა უფალი, ყველამ გაიზიარა ეს უდიდესი სიხარული, და თომასაც უნოდა ყოფილიყო თანაზიარი ამ სიხარულისა.
ესეიგი თომამ ეს თქვა უფლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო და არა ურწმუნოების, როგორც ეს გავრცელებულია ხალხში, პირიქით თომა არის, მოციქულთა შორის პირველი, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება, თომამ პირველმა აღიარა იესო ქრისტე ღმერთად.

კომენტარები