კობახიძის ოცნებისთვის არავის შეუშლია ხელი სამართლიანობა აღედგინა და დამნაშავეები დაესაჯა

კობახიძის ოცნებისთვის არავის შეუშლია ხელი სამართლიანობა აღედგინა და დამნაშავეები დაესაჯა.
პირიქით საზოგადოების მოთხოვნა იყო (და არის) პროკურატურას თაროებიდან ჩამოეღო ათობით გამოუძიებელი საქმე.
პირველ რიგში რეჟიმის იდეოლოგები დაესაჯათ და დღეს მწამებლები პარლამენტის ნაცვლად ციხეში გაეშვათ.

ნახევარი მილიონი ხელმომწერი ჰყავს პატრუოტების რეზოლუციას, რომელიც დარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა კობახიძის ოცნებამ ორჯერ ჩააგდო რეზოლუცია და ხელი დააფარა დამნაშავეებს.

გამოუძიებელი დატოვა 7 – ნოემბრის 26 – მაისის და სხვა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები.

მაშინ ვისი საქმის მკეთებელი გამოდის ბატონი კობახიძე, რომლის ხელშიც იყო და არის ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რომ დასაჯოს დამნაშავეები და ნაცვლად მათი კამერების წინ დასრულებისა რეალურად დაასრულოს ისინი. !!!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები