კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. რამდენიმე კვირის წინ ის ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც დავითაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა, მაგრამ უთანხმოების გამო „ოცნება” 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე, საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.

კობა დავითაშვილს 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს სცემეს და დააკავეს.

 

კომენტარები