კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა -ოთხი ბათუმში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში გამოვლინდა.

-„საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ერთი შემთხვევა გაჩიანს უკავშირდება,   ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. ორი ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა, სინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.

ერთი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა,  ქვეყანაში ბანგლადეშიდან ჩამოვიდა, კარანტინში იმყოფებოდა; ასევე ინფიცირებულია კარანტინში მყოფი ერთი არასრულწლოვანი.

თურქეთის ორივე მოქალაქემ საქართველო უკვე დატოვა, ისინი თურქეთის კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. არასრულწლოვანი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ერთი ინფიცირებული  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

გუშინ იყო 1160 დადასტურებულიშემთხვევა, დაემატა რვა ახალი შემთხვევა, ამჟამად არის 1168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ხუთით გაიზარდა –  გახდა 940.

ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 249 პაციენტი მკურნალობს, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 80.5 პროცენტს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა,  ერთი შემთხვევა დაემატა.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 41 პაციენტი მკურნალობს.

ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე არც ერთი არ არის მძიმე, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობა ფასდება საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქად“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 1168 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 940 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 17 გარდაცვლილი.

კომენტარები