კორეულმა წამყვანმა სამაუწყებლო კომპანიამ საქართველოს შესახებ სპეციალური გადაცემა და ვიდეო რგოლები მოამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით კორეულმა წამყვანმა სამაუწყებლო კომპანიამ KBS (Korea Broadcasting System) საქართველოს შესახებ სპეციალური გადაცემა და ვიდეო რგოლები მოამზადა.

კორეელმა ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს.  გადაიღეს მასალები გადაცემებისთვის „Everywhere K“ და “Food Odyssey”.

ფილმში და  ვიდეო რგოლში აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე,  ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე.

კომენტარები