კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა​ – კორონავირუსით გამოწვეული გართულები

გორში კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად ექიმი, 65 წლის მირიან არსაკიძე გარდაიცვალა​. გარდაცვლილი ექიმი-უროლოგი კლინიკა გორმედში მკურნალობდა. მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკას თავად მიმართა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

-„კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება,  ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით – 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი” – განაცხადა ,,გორმედის” რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტატო ქაჯაიამ.

 

კომენტარები