კორონავირუსის ახალი შემთხვევები- „ავერსის“ ქსელის კლინიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად დაკავშირებულია „ავერსის“ კლინიკასთან, კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას.  კლინიკას მიეცა რეკომენდაციები, ეს საკითხი მინისტრის და პრემიერის პირადი კონტროლის ქვეშაა.

სასტუმრო „ოაზისში“ გუშინ რვაასზე მეტი ტესტი ჩატარდა. პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორი იქნება სტრატეგია ადგილზე მყოფი დამსვენებლების მიმართ.

„დონას“ კლასტერში 600-ზე მეტი ტესტი ავიღეთ. გამოვლენილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, ეს არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი, იმის ვარაუდის საფუძველია, რომ ამ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა.

შრომის უსაფრთხოების სამსახურმა 7 ობიექტი შეამოწმა, აქედან ორი ორი არ ფუნქციონირებდა, ოთხი ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს, მათ ამის შესახებ სიტყვიერი გაფრთხილებაც ჰქონდათ.

მიღებულია გადაწყვეტილება ასევე, გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ.

მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომაროება არ არის, საყურადღებოა „ავერსის“ ქსელის კლინიკა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარები