კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 „დონას“ კლასტერია, 15-ის წყარო დადასტურებულთან კონტაქტი, რვას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორი იმპორტირებული

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„კორონავირუსით ინფიცირებული 34 ახალი პაციენტიდან, 6 „დონას“ კლასტერს განეკუთვნება, 15 პაციენტის ინფიციერების წყარო, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო პერსონალია, ორი შემოტანილი შემთხვევა, ორზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა მხოლოდ ხუთით გაიზარდა, – 1315 პირია გამოჯანმრთელებული.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 342 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის სამი კრიტიკულად მძიმე, ხოლო 16 მძიმე პაციენტია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 1315 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები