კორონავირუსის გამო მამაკაცმა სამუშაო დაკარგა და ლატარიის ბილეთის წყალობით გახდა მილიონერი
გამოცემა Daily Star წერს, რომ ავსტრალიის ქალაქ ადელაიდას მცხოვრები მამაკაცი, სხვათა მსგავსად, სამსახურიდან გაათავისუფლეს კორონავირუსის ეპიდემიის გამო. მან შეიძინა ლატარიის ბილეთი, რომელმაც 3 მილიონზე მეტი დოლარი მოიგო.
„გუშინ ღამით შევამოწმე ჩემი ონლაინ-ანგარიში და ვნახე, რომ მოვიგე. მეუღლე გავაღვიძე, რომელმაც სიხარულისგან ყვირილი ატეხა“, – ყვება ლატარიის გამარჯვებული. იგი მოგებული ფულით სახლის შეძენას გეგმავს.
წყარო: ria.ru