კორონავირუსის მუტაციის გამო 17 მილიონამდე წაულას დახოცავენ

დანიის მთავრობამ ქვეყანაში ფერმებზე ყველა წაულის დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი SARS-CoV-2 მუტირებული ფორმით ინფიცირების შემთხვევებია. ამ ცხოველებში აღმოჩენილი მუტირებული ვირუსი ადამიანებზეც გადადის, ანტისხეულების გამომუშავების უნარს ამცირებს. მუტაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ ეტაპზე ვირუსის მუტირებული ვერსია ჩრდილოეთ იუტლანდიაში 12 ადამიანს გამოუვლინდა. დანიის მთავარობაში აცხადებენ, – შესაძლოა, ეს ფორმა მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. ცხოველების დახოცვა სწორედ ამის პრევენციისკენ არის მიმართული. ფერმების მფლობელები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ.

ქვეყანაში 1 139 ფერმა მუშაობს, – 15-17 მილიონი ცხოველი ცხოვრობს. კორონავირუსის შემთხვევაა 200-ზე მეტ ფერმაში დაფიქსირდა, 67-ში ცხოველები უკვე დახოცეს.

წაულა გამოირჩევა თავისი მაღალი ხარისხის ბეწვით, რომელიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში.

 

კომენტარები