კორონავირუსის სახლში გადატანა თუ მოგვიწია – უნდა გავითვალისწინოთ – ვიდეო ინსტრუქცია

მთავრობის მიერ შექმნილი პორტალი stopcov.ge  რეკომენდაციებს აქვეყნებს.

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს უნდა გავითვალისწინოთ:

  • არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
  • არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;
  • დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე;
  • თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;
  • ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ასე შემდეგ;
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი ფანჯრის გაღებით;
  • ხშირად და საგულდაგულოდ გაწმინდეთ ისეთი ზედაპირები, რომელზეც ხშირად გიწევთ შეხება. ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;
  • აუცილებელია ბევრი სითხის მიღება
  • კოვიდინფიცირებულმა ბინაზე მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი, ექიმის დანიშნულების გარეშე.
  • ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულები მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • სასურველია, კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს. ამასთან, სასურელია კოვიდინფიცირებულმა ოპერატორი გააფრთხილოს, რომ მას აქვს კოვიდ-19 დადასტურებული
კომენტარები