კორონავირუსი პოლიტიკური საკითხია-თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს-“1. კორონავირუსი პოლიტიკური საკითხია. ის, რომ ეროვნულ ჯანდაცვას ეხება კიდევ უფრო აძლიერებს ამ საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობას.

2. ამიტომ, თავისუფალ საზოგადოებაში პოლიტიკური დებატები კორონავირუსზე აუცილებლად იქნება. როგორც ყოველთვის, ზოგი რაღაც ჭკვიანურს იტყვის ან იკითხავს, უფრო მეტი ბრიყვულს.

3. ამოუცნობი საფრთხის წინაშე დგას საზოგადოება – ყველამ იცის, რომ ვირუსი პოლიტიკური გემოვნებით არ გაარჩევს ადამიანებს. ბუნებრივია, რომ ადამიანებს, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, სჭირდებათ კორონავირუსის მართვის პულტთან ისეთი ადამიანები, ვისაც ენდობიან.

4. ვირუსის მართვის პულტთან ის ადამიანები უნდა ისხდნენ, რომლებსაც აქვთ უნარი პრობლემაზე კონცენტრირდნენ და ყოფნით ნებისყოფა პოლიტიკური დებატები თავიდან აიცილონ.

5. ვინც სიცხეს ვერ ეგუება, ქურას უნდა გაეცალოს – ვიცი რომ რთული ვითარებაა, ვიცი რომ ყველა ნერვებზეა – მაგრამ იოლი რომ იყოს, სალაპარაკოც არ გვექნებოდა.

ბევრი კითხვა დაისმება. მათ შორის ბევრი უსამართლო და სულელური – და ის არ უნდა განმეორდეს, რაც დღეს მოხდა.”-წერს ჩერგოლეიშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები