“კრიზისი გრძელდება და ერთის მხრივ არსებობს რაციონალური მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებშიც, მომდევნო წლის განმავლობაშიც საჭირო იქნება გარკვეული ანტიკრიზისული ღონისძიებები” – ბექა ლილუაშვილი:

– „ჩვენ შევძელით პანდემიის შედარებით ეფექტიანად მართვა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ამ პირობებში შეგვიძლია ვისაუბროთ მწირი ეკონომიკური რესურსების სამართლიანად გადანაწილების პრიორიტეტულობაზე მთავრობისთვის, რასაც მთავრობა ახორციელებს კიდეც. რაც შეეხება მომდევნო ეტაპებს, დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მკაფიოდ ადასტურებს ერთ პოზიციას, რომ მაგალითად აპრილის შეფასება, გლობალური ეკონომიკის შემცირებასთან დაკავშირებით, ივნისში გაუარესდა, როდესაც ახალი შეფასება გამოაქვეყნა სავალუტო ფონდმა. რაც ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფაქტობროვად 3 თვეში გლობალური ეკონომიკის შეფასება გაუარესებისკენ გადაიხედა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრიზისი გრძელდება და ერთის მხრივ არსებობს რაციონალური მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებშიც, მომდევნო წლის განმავლობაშიც საჭირო იქნება გარკვეული ანტიკრიზისული ღონისძიებები. თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად გამოყენებით და იმ კონკრეტული გამოწვევების პირობებში, რა გამოწვევებიც კონკრეტულ მომენტში გვქონდა“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები