„კრიტიკული შეფასება ჰქონდა პატრიარქსაც, რომელმაც თქვა, -პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში, რადგან ხალხი დაიღალა“-გიორგი ვოლსკი

-„ერთმანეთში მოლაპარაკება არ ნიშნავს იმას, რომ დავრჩეთ ყველა თავის პოზიციაზე, ახალი არჩევნები ჩატარდეს. მოლაპარაკებები ნიშნავს, – სახელმწიფო კონსტრუქციული გზით განვითარდეს. ამას სერიოზუალად აღუდგა წინ ის სტრატეგია და პროგრამა, რაც ჰქონდა „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელისტებს.

აშშ-ის საელჩოს განცხადება იყო ძალიან კრიტიკული, აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება იმ გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა. ასეთივე კრიტიკული შეფასება ჰქონდა პატრიარქსაც, რომელმაც თქვა, -პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში, რადგან ხალხი დაიღალა“, – განაცხადა  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები