კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა

პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„კრიშტიანო რონალდო თავს კარგად გრძნობს. მას სიმპტომები არ აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება“, – ნათქვამია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

კორონავირუსით ინფიცირების გამო, კრიშტიანო რონალდო „ერთა ლიგაში“ შვედეთის წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს.

კომენტარები