„ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა 48-კაციანი კლასტერი, სავარაუდოდ, ეკლესიის“

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა:

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა 48-კაციანი კლასტერი დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება. ვირუსის გავრცელების ოთხ ლოკაციაზე: ქალაქ ლაგოდეხში, სოფლებში, – მაწიმში, კავშირსა და შრომაში ხვალიდან გაფართოებულ ტესტირებას ვგეგმავთ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პირველი აპრილიდან დღემდე 65 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი, ორი ჩვილი, ერთი ორსული, რამდენიმე პედაგოგი“.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 290 129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 205 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 323 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 445 პირი.
კომენტარები