ლატარეის გამარჯვებული, რომელმაც €11,3 მილიონი მოიგო, ვერ იპოვეს

გერმანიაში, უცნობმა State Toto-Lotto-ს ჯეკპოტი 2017 წლის 1-ელ აპრილს მოხსნა, მოგება 11.3 მილიონ ევროს შეადგენდა. გამარჯვებულს ჯილდოს მოთხოვნისთვის 3,5 წელი ჰქონდა, მაგრამ ლატარეის ორგანიზატორებს არავინ დაკავშირებია. ლატარეის გამარჯვებულის, სამწლიანი უშედეგო ძებნა შეწყვიტეს. ამ ინფორმაციას Deutshce Welle ავრცელებს. 

ორგანიზატორები გამარჯვებულს მედიის საშუალებით მოუწოდებდნენ, ბილეთი წარედგინა  კუთვნილი ჯილდოს მიღებისთვის. კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ თანხა გათამაშების ბიუჯეტში დაბრუნდა.

კომენტარები