ლევან ვარშალომიძე – „მოგიწოდებთ, ყველას, საარჩევნო უბნებზე, სირცხვილის კორიდორი მოვუწყოთ“
29
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, ლევან ვარშალომიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან, სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.
-„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოვუწყოთ ყველას სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 22-ში მოვაწყოთ დიდი აქცია. არც ერთი პარტია არ ვიღებთ მონაწილეობას პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში, არც ერთი თქვენგანი არ წახვიდეთ არჩევნებზე. თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.