ლევან რატიანმა  COVID-19 გადაიტანა – „ვერ გეტყვით, როდის, რა პერიოდში“

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა  COVID-19 გადაიტანა. ვირუსის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.

-„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-თესტი არ გამოვლენილა.  როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად, – დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით, როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები