ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: საფრთხე კორონავირუსისთვის თუ მოსახლეობისათვის?

ამ სათაურით საკმაოდ ვრცელ სტატიას აქვეყნებს საინფორმაციო პორტალი eadaily.com 

გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 

 

დიდი წუხილით გვიწევს კონსტატირება, რომ კორონავირუსით გამოწველმა პანდემიამ საქართველოშიც შეაღწია. იზრდება დაავადებულთა რიცხვი, რაოდენობა პირებისა, რომლებიც იძულებულნი არიან, იყვნენ კარანტინში, სახელმწიფო იძულებულია, მიმართოს გადამწყვეტ და არაპოპულარულ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება ყოველგვარ შეზღუდვებს, მაგრამ ყველას შესანიშნავად ესმის, სხვა გამოსავალი არ არსებობს.  

სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია სენატრ რიჩარდ ლუგარის სახელობის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის პრობლემისადმი, ლაბორატორიისა, რომელიც შეიქმნა თბილისთან ახლოს ამერიკელების მიერ, პენტაგონის ფულით. ამ ლაბორატორიას ბევრი სკანდალი უკავშირდება, მასზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ. ყველასთვის გასაგებია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის გამოძიება, რომელიც ეხება აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დონალდ რამსფელდის კუთვნილი ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის Gilead Sciences-ის უახლესი პრეპარატების გამოცდას საქართველოს მოქალაქეებზე.

მაშინ, 2015 წლის დეკემბერში, თითქოსდა, ლაბორატორიაში С  ჰეპატიტის მკურნალობის შემდეგ 30 ადამიანი გარდაიცვალა, 2016 წლის აპრილში – კიდევ 30 და იმავე წლის აგვისტოში – კიდევ 13. ეს უცნაურზე მეტია, სიკვდილის მიზეზები დარჩა დაუდგენელი, გამოძიება არ ჩატარებულა, გარდაცვლილთა ვინაობის ნაცვლად მინიშნებული იყო მხოლოდ მათთვის მინიჭებული ნომრები დაბადების თარიღების და  სქესის მითითებით. დოკუმენტების თანახმად, პაციენტებს მკურნალობდნენ პრეპარატით „სოვალდი“. იგორ გიორგაძემ მიმართა ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თხოვნით, გამოეძიებინათ ამ ლაბორატორიის საქმიანობა. 

ქართველი პოლიტიკოსის შრომის შედეგები რუსულმა თავდაცვის უწყებამაც დაადასტურა. რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების სარდალმა იგორ კირილოვმა მიუთითა, რომ „სოვალდი“ შედის სამკურნალო საშუალებათა რეესტრში და მისი მიღებით არავინ კვდება, ხოლო ამდენი ადამიანის ერდროული გარდაცვალება თვით მასშტაბური ეპიდემიების დროსაც კი არ ფიქსირდება.  რა თქმა უნდა, იოლად შეიძლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დადანაშაულება მიკერძოებულობაში, მაგრამ რეალურ ფაქტებს ეს ვერ შეცვლის – საბედნიეროდ, საქართველოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ახლოსაც კი არ მოდის ლუგარის ლაბორატორიის მსხვერპლთა რიცხვთან. 

ამას გარდა, კირილოვმა მიუთითა 2007-2018 წლებში აფრიკული ღორის ჭირის გადაადგილების ფაქტზე, ის საქართველოდან გავრცელდა რუსეთის, ჩინეთის და ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე. საუბარი იყო, აგრეთვე, რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის მწერების გავრცელების არეალის გაფართოების არატიპიურ დინამიკაზე, თუმცა ისინი მანამდე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში გვხდებოდა.  ამ გასაოცარ ფაქტს იოლად ხსნის ამერიკული პატენტის მქონე უპილოტო მფრინავი აპარატი, რომლის დანიშნულებაც არის დასნებოვნებული მწერების გავრცელება ჰაერში. უსაფრთხოების ყოველგვარი მოთხოვნების დარღვევით, 2005-2015 წლების პერიოდში დაჰუეის პოლიგონიდან აშშ-ის სახმელეთო ჯარების საცდელი ცენტრი მსოფლიოს 10 ქვეყნის 194 მისამართზე აგზავნიდა ციმბირული წყლულის გამომწვევ ცხოველმყოფელ სპორებს. 

ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკული სამხედრო ლაბორატორიების განთავსების საშიშროებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა მთლიანობაში 20-ჯერ გაიზარდა. აქედან გამომდინარეობს ერთადერთი დასკვნა – ერთი შეხედვით უწყინარი სამედიცინო გამოკვლევებით შენიღბული ამერიკის შეერთებული შტატები, საერთაშორისო ხელშეკრულებათა გვერდის ავლით, აძლიერებს სამხედრო-ბიოლოგიურ პოტენციალს. ამის ირიბი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ ამერიკული დელეგაციები მუდმივად ბლოკავენ კონვენციათა ვერიფიკაციის ნებისმიერ საერთაშორისო ინიციატივას, რაც გამორიცხავს ამერიკული ლაბორატორიების საქმიანობის გადამოწმების შესაძლებლობას. 

ცხადია, შტატები ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს, როცა პენტაგონის წარმომადგენლის ერიკ პაჰონის პირით აცხადებს, რომ აშშ არ აწარმოებს ბიოლოგიურ იარაღს ლუგარის ცენტრში და ეს საერთოდ არ არის ამერიკული ობიექტი. სხვა პასუხს არც არავინ მოელოდა. 

ლუგარის ლაბორატორია თბილისის მისადგომებთან 2011 წელს გახსნეს. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ეს „დამსახურება“ მთლიანად მიიწერა მიშიკო სააკაშვილმა, რადგანაც მან გახსნა, სახელიც მან დაარქვა და ყველანაირად ის აპიარებდა ამ ობიექტს. თუმცა ეს უსამართლობა იქნება მისი აღმზრდელისა და მასწავლებლის, ედუარდ შევარდნაძის მიმართ, რომელმაც, როგორც რაკეტა-მატარებელმა, ისე გაიყვანა მაღალ ორბიტაზე თავისი ქვეშევრდომი და, როგორც ბოლომდე მუშაობადასრულებული რაკეტა-მატარებელი, ჩაიფერფლა მკვრივ პოლიტიკურ ფენებში. სწორედ მას, საქართველოს კპ ცკ-ის ყოფილ პირველ მდივანს, სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკუთვნის ეს იდეა. მის დროს მოაწერა ხელი საქართველომ ხელშეკრულებას ბიოლოგიური განიარაღების შესახებ 1997 წელს, 2001 წლიდან დაიწყო აქტიური თანამშრომლობ აშშ-თან, რომლის სრული კონტროლის ქვეშ გადეცემოდა შტამებისა და ვირუსების შენახვის ადგილები და სპეციალისტები, რომლებმაც იცოდნენ მათთან მუშაობა. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ საშიში ბიომასალები არ მოხვედრილიყო ტერორისტების ხელში (რეალურად კი ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი მოხვდა გლობალური ტერორისტის ხელში, რომლისთვისაც არაფრად ღირს სუვერენული სახელმწიფოების გადათელვა). ამერიკელებმა დააფინანსეს ყველა შტამის ერთ საცავში თავმოყრა თბილისში ჭირის საწინააღმდეგო სადგურში, მაგრამ არ გაანადგურეს, მხოლოდ დახურეს ტაბახმელის კომბინატი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ამზადებდა ვაქცინებს – ის სახიფათოდ მიიჩნიეს. კოლოსალური ლოგიკის ბრწყინვალე ნიმუში! და საბჭოთა კავშირის დაშლა, იმის გათვალისწინებით, თუ რა პოსტები ეკავათ გორბაჩოვს, შევარდნაძეს და სხვებს, არავის აღარ უნდა უკვირდეს. 

ცხადია, სააკაშვილმა, იყო რა ხელისუფლებაში, მისთვის დამახასიათებელი ეგზალტაციით გახსნა ლაბორატორია, მონათლა, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენა. ამ პროექტს, პირველ რიგში, ის მიიჩნევდა როგორც სამხედრო დახმარებას აშშ-ის მხრიდან, რადგანაც ეს უმძლავრესი სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ობიექტი უნდა მომსახურებოდა რუსეთის აგრესიულ ქმედებათა განეიტრალებას! მაშ, თვითდაჯერებულობა მაშინდელი პრეზიდენტისა – რუსოფობისა, რომელმაც ლაბორატორიის ხელმძღვანელად დანიშნა არა მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი, არამედ დაზვერვის ყოფილი შეფი ანა ჟვანია, როგორ მოდიოდა თანხვედრაში პენტაგონელი ქადაგის ერიკ პაჰონის პაციფისტურ განცხადებებთან, როცა ის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას „დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციის რუსული საინფორმაციო კამპანიის“ მონაგონს უწოდებდა?  2009 წელს პროექტის ღირებულებამ 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თვლიდა, რომ ამერიკელთა არჩევანი დიდი პატივია საქართველოსთვის და „ქართველ მეცნიერებს აქვთ შანსი, რომ გახდნენ ნომერ პირველი და აიმაღლონ თავიანთი პროფესიონალური დონე”.

რამდენად ახდა ეს ოპტიმისტური იმედები მომავალში, ამის გარკვევა შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის განცხადებებიდან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში თქვა შემდეგი:  „ლუგარის ლაბორატორია – ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ეს ერთ-ერთი უმძლავრესი ლაბორატორიაა რეგიონში და ის არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი ბიოლოგიური და სამედიცინო დაცვის თვალსაზრისით. ლაბორატორიას შეუძლია ბევრი საშიში ვირუსისა და ბაქტერიის იდენტიფიცირება. ბიოუსაფრთხოებაში სულ ოთხი დონე არსებობს, მოცემული ლაბორატორია აკმაყოფილებს მესამე დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მუშაობა შეიძლება ყველაზე საშიშ პათოგენებთან. საამისოდ იქ სპეციალური პირობებია შექმნილი – მაგალითად, ჰაერის ფილტრაციის დონე ისეთია, რომ არ დაზარალდეს საშიშ პათოგენებთან მომუშავე თანამშრომელი“.

ლუგარის ლაბორატორიაში ყველა ბიოლოგიური ბაზა მკაცრადაა დაცული. იქ შესვლა მხოლოდ ხუთ ადამიანს შეუძლია და თვითონ ამირან გამყრელიძე ამ ხუთეულში არ შედის.

ასეთი განცხადებების კომენტირება იუმორისტებისთვის უფრო იოლია. ის, რომ საქართველოს ასეთი ძვირი ლაბორატორიის შესანახი სახრები არ გააჩნია და დიდ ხანს  არც ექნება, აბსოლუტურად ყველას ესმის, აქ ორი აზრი არ არსებობს. გამოდის, ამერიკელთათვის იმდენად ძვირფასია საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა, რომ ისინი, მათთვის ჩვეული საყოველთაო მასშტაბის ალტრუიზმით, მზად არიან, გაიღონ ნებისმიერი თანხა ამ კეთილშობილი მიზნის მისაღწევად? რა გულისამაჩუყებელია, ცრემლის მოწმენდა გინდება, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის შიშით თვალზე ვერ მოისვამ ხელს. 

არანაკლებ გასაკვირია მეორე ფაქტი. საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეთაურს, სახელმწიფო ჩინოვნიკს, სწორედ ამ მიმართულების ხელმძღვანელს, უფლება არ აქვს შევიდეს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ლაბორატორიის ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, ექსტერიტორიულობით სარგებლობენ მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობები და უცხოური სამხედრო ბაზები იმ შემთხვევაში, თუ ეს დათქმულია სპეციალური შეთანხმებებით. ლუგარის ლაბორატორია თავდაპირველად ექვემდებარებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შემდეგ – შინაგან საქმეთა სამინისტროს, ახლა კი წარმოადგენს სპეციალური დაცვის სამინისტროს პასუხსაგებ ზონას. ფორმალურად მთლიანად ქართული სახელმწიფოს იურისდიქციაშია. და გვსურს იმის გაგება, თუნდაც ერთი ქართველი შედის თვით იმ ხუთეულში?

ვფიქრობთ, აქ იუმორისტებსაც კი გაუჭირდებათ კომენტარის გაკეთება. სასაცილოცაა და ძალიან საშიშიც!

 

ირაკლი ჩხეიძე (თბილისი)

წყარო: https://eadaily.com/ru/news/2020/03/19/laboratoriya-lugara-v-gruzii-ugroza-koronavirusu-ili-lyudyam

 

კომენტარები