მადლობა შავ გადარეულ ნოდარიკოს-ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თანამშრომლებს მადლობას უხდის-“ბოდიში, მიკერძოებული ვარ, მესმის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: რასაც მთავარის საინფორმაციო სამსახური აკეთებს, ასეთი რანგის და კლასის მუშაობა არც ერთი საინფორმაციოსგან არ ახსოვს საქართველოს. მეტიც, ამ რეგიონს. თვით რ2ის წინა საინფორმაციოც არ იყო ასეთი, რომელსაც იგივე გადარეული Nodar Meladze ხელმძღვანელობდა.

სრულიად შეუდარებელია.

მადლობა ყველა ჟურნალისტს, წამყვანს, პროდიუსერს, ოპერატორს, მემონტაჟეს, საეთეროს თანამშრომელს, მძღოლს, ყველას, ყველას. პირველ რიგში, გადარეულ შავს – ნოდარიკოს ❤️👍✌️”-წერს გვარამია

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები