მამა დავითი (რუხაძე): გილოცავთ ქართველებო, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს!

– “…. ისინიც ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ, წმინდანებად არ დაბადებულან ……. წმინდანობას პირადი ცხოვრების წესით, ეკლესიისა და სამშობლოს საოცარი სიყვარულით, შვილების ეკლესიურად და გმირობის მაგალითებით აღზრდით და რაც მთავარია ქრისტესათვის თავგანწირვის საოცარი სურვილით მიაღწიეს.❤️ არცერთმა მათგანმა არ იკადრა ხატების ფეხით დათრგუნვა, შეურაცხყოფა და მოწამებრივი სისხლის დათხევით ზეციურ მოზეიმე ეკლესიას შეუერთდნენ! …. ჩვენ რა მოგვდის თანამედროვე ქართველებს? რა გვჭირს ? რა დაგვემართა? ნუთუ იმდენად დავეცით და დავდედლდით რომ ასეთი უსიყვარულობა, ურწმუნოება, მრისხანება და ერთმანეთის შეურაცხყოფა უკვე ცხოვრების წესად გავიხადეთ😢? დიდი სირცხვილია ძმებო! ნუთუ ასი ათასი მოწამე( მამაკაცები, ქალები , ძუძუმწოვარა ბავშვები ) იმისთვის ეწამა, რომ ასეთი საქართველო მიგვეღო? რა გვჭირს? კაცი აღარ კაცობს! ქალები საქართველოდან გარბიან და უცხოეთში მონებად მუშაობენ, ვინც დავრჩით ისინიც ერთმანეთს ვჭამთ….. ვინც კაცია და მამულიშვილი უმცირესობაშია და რადიკალებს ეძახიან, მამათმავლობა, მეძავ- მრუშობა წახალისებულია…. მოგწონთ ასეთი ქვეყანა ქართველებო???😢😢.. ასი ათასი ქართველი მოწამის ერი ასეთ სავალალო მდგომარეობაში უნდა იყოს? ასეთ სიძულვილში? ასეთ ერთმანეთის გამეტებაში? შეგვეწიოს წმიდა მოწამეთა მადლი , ვევედროთ, ვილოცოთ და ჭკვაზე მოვიდეთ ცოტა, სანამ ურემი გადაბრუნებულა😢😢😢” – წერს მღვდელი დავით რუხაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები