მამუკა ხაზარაძე, კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა

მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქის“ გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა:

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე – ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.

ერთად საქართველოსთვის!– აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები