მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”

„დედა ღვთისა სიყრმითგან ვიდრე აღსასრულადმდე ისმენდა და იზრდებოდა სიტყვითა ღვთისათა; ხოლო უმეტესად მაშინ, როდესაც მიიღო მან ხარება მთავარანგელოზისა, იტვირთა ძე ღვთისა, აღზარდა იგი და მერმედ ყოველდღე ისმენდა მისგან სწავლასა და ქადაგებასა. სახარებასა შინა თქმულ არს მისთვის: „ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყვანი გულსა შინა მისსა“. დიდითა კრძალულებითა ისმენდა ყოვლადწმიდა ყოველსა სიტყვასა უფლისასა და დაიმარხავდა სიღრმესა შინა გულისასა. ამისთვისცა შეიქმნა იგი ტაძრად ცხოველად საღმრთოჲსა მადლისა; ამისთვის იყო იგი ჭურჭელი ყოვლისა სათნოებისა: მშვიდი, მდაბალი, მყუდრო და სახიერი; ამისათვის გამოჰჩნდა იგი დედუფლად ცისა და ქვეყანისა, სამკაულად კაცობრივისა ბუნებისა, თაყვანისსაცემელად ანგელოზთა და კაცთა; ამისათვისცა ჩვენცა ყოველნი დღეს შეკრებულ ვართ აქა და ვადიდებთ სანატრელსა მისსა სახელსა“

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

კომენტარები