“მართლმადიდებლური რასიზმით, მართლმადიდებლური აპარტეიდით ამართლებს ეკლესია ტყეების მიტაცებას, მოსახლეობას პირველ და მეორეხარისხოვან ადამიანებათ ყოფს.”-ბასილ კობახიძე

ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს დისკრიმინაციას ცდილობს და წერს –

“მართლმადიდებლური რასიზმით, მართლმადიდებლური აპარტეიდით ამართლებს ეკლესია ტყეების მიტაცებას, მოსახლეობას პირველ და მეორეხარისხოვან ადამიანებათ ყოფს. მეუფე ნიკოლოზი: საქართველოს მოსახლეობის 95% საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს და [რელიგიური] უმცირესობა უმრავლესობის ქონებას ვერ დაიცავს. მეტყევე აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს? ნიკოლოზი ამბობს რომ ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს. მაშინ როცა ამ კანონის მიღებამდე საპატრიარქოს სახელმწიფო ტყეს მიჩენის წესით გადასცემდა, 20 წლის ვადით. დღეს მიღებული კანონით კი, საპატრიარქოს უფლება აქვს, ამ მიჩენილი უბნების ნახევარზე მეტი [920 ჰექტარი ტყე] შეისყიდოს და საკუთრებაში დაირეგისტრიროს. მთავრობის დადგენილებით, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია“.”-წერს ბასილ კობახიძე

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

>

კომენტარები