„მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროცესი არ შეჩერდება“ – ნათია თურნავა

-„ჩვენ მიზნობრივ შეღავათებზე არ ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონრები, რომლებსაც გაეზრდებათ პენსია მუდმივად, ახლა ეს კანონით არის გარანტირებული. არ დავაზარალოთ მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ვისაც ჩვენ ვუზრდით ხელფასებს, მიუხედავდ იმისა, – ვითარება მსოფლიოში შეიცვალა. ჩვენი ეკონომიკაც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში, კოვიდის გამო, მაგრამ ამ დაპირების ერთგულები ვართ და შევასრულებთ.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მიერ დაანონსებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა არ შეჩერდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები