„მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს“-სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა  განაცხადა:

-„ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ხალხი ვერ შეკრიბა, რატომ? – ნდობა არ აქვს, ხალხი არ მიჰყვება. საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონმა მისცა ხმა ოპოზიციას, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, – არჩევნები არ გაყალბებულა. მართლა რომ გაყალბებულიყო, არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდათ, თავის ხმებს დაიცავდნენ. კარგი იქნებოდა,  ოპოზიცია ხალხს ყურს თუ დაუგდებს, რადგან არ შეიძლება მართლა ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ! ქუჩაში შეკრება უნდათ, ვერ ახერხებენ, სენატში მოსმენა იყო, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, ხალხი არ მიჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ, ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, მაშინ აქციებს რატომ აწყობენ?!”

კომენტარები