მესის 2016 წელს „ბარსელონადან“ წასვლა უნდოდა

-„2016 წელს ახლოს იყო კატალონური კლუბიდან წასვლასთან“, – განაცხადა  „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ.

იმ პერიოდში, არგენტინელი ფეხბურთელი და მამამისი ბრალდებულად სცნეს გადასახადების დამალვაში. ლაპარაკი იყო 4.1 მილიონ ევროზე, რომელიც მესიმ 2007-09 წლებში მიიღო.

„წასვლაზე ვფიქრობდი, არა იმიტომ, რომ „ბარსელონაში“ აღარ მინდოდა, არამედ, ესპანეთიდან მსურდა წასვლა. ვგრძნობდი,  ცუდად მომექცნენ. აღარ მინდოდა აქ დარჩენა. არასოდეს მქონია ოფიციალური წინადადები, ყველამ იცოდა ჩემი იდეა აქ დარჩენაზე. ეს ძალიან რთული დრო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ხალხმა თითქმის არაფერი იცის იმაზე, რა ხდებოდა იმ მომენტში. ახლა, ჩემი მიზანია – კარიერა „ბარსელონაში“ დავასრულო“, – მოჰყავს მესის სიტყვები „მირორს“.

 

კომენტარები