მეუფე იაკობმა კორნავირუსი დაამარცხა,  კორონავირუსი დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმაც

-„ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის  მდგომარეობა სტაბილურია. ღმერთის წყალობით, გამოჯანმრთელების პირასაა. კლინიკას ხვალ დატოვებს.  კორონავირუსი ასევე დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმაც,  თავს მხნედ გრძნობს.

მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, – კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა”,-განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

კომენტარები