„მზად ვართ, ვეტერანების საკითხზე კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა დავიწყოთ“-ირაკლი ღარიბაშვილი

-„ხედვაში, რომელიც  დავაანონსე, ეს არის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმა, მოვიაზრებ ვეტერანების ჩართულობასა და მათთვის კონკრეტული სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შეთავაზებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, -საინტერესო გამოსავალს ვიპოვით მათ დასაფასებლად.

მზად ვართ, ვეტერანების საკითხზე კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა დავიწყოთ, მოვისმინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც შეიძლება, ერთობლივად განვახორციელოთ“, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას კითხვის საპასუხოდ ვეტერანების საკითხთან დაკავშირებით.

 

კომენტარები