„მთავარი ამ შეთხვევაში არის ის, რომ ეკლესია ეპიდემილოგოიური აფეთქების კერა არ გამხდარა. ოპოზიცია მთავრობასა და ეკლესიას შორის კონფლიქტის“ – გიორგი გახარია

-„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც, ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ. ეპიდემიის პირობებში ოპოზიცია მთავრობასა და ეკლესიას შორის კონფლიქტის გაჩენას ცდილობდა.

თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდნენ, როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ცდილობდით ამას. ყოველ შემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა. მაგრამ რეალურად, შეხედეთ, რა მოხდა. მარტივი რაღაც მოხდა. ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა უბრალოდ, ენდო ხელისუფლებას და მთავრობას, თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ.

დიდწილად ეკლესიებში რეკომენდაციები დაცული იყო, თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც. თუმცა, მთავარი ამ შეთხვევაში არის ის, რომ ეკლესია ეპიდემილოგოიური აფეთქების კერა არ გამხდარა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვაზე საპასუხოდ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიში გააცნო.

მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.

პრემიერი პარლამენტში 29 მაისსაც მივა. ამჯერად, ინტერპელაციის წესით. კიდევ ერთი ვიზიტი პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში ივნისში უწევს. ეს იქნება გიორგი გახარიას პირველი წლიური ანგარიში პრემიერის რანგში.

 

კომენტარები